სოფელ კაკაბეთის მოსახლეობა საძოვრების დაბრუნებას ითხოვს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის მცხოვრებლებმა საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გამართეს. მათი თქმით ხელისუფლებამ საძოვრები ისე გაყიდა, რომ ადგილობრივებს ამის შესახებ არაფერი გაუგიათ. აქციის მონაწილეებს გურჯაანში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შეხვდა. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხელისუფლებას სწრაფი რეაგირება და ადგილობრივების პრობლემების მოგვარება მოსთხოვა.

”სოფელ კაკაბეთს გაუყუდეს საძოვარი ისე, რომ სოფელმა არაფერი იცოდა და დღეს მთელი სოფელი არის გამოსული. არსებობს ზეპირი შეპირება ხელისუფლებისგან, რომლისაც არავის არ სჯერა, რომ თითქოს მიწა დაუბრუნდება, მაგრამ ამას სჭირდება დოკუმენტური გაფორმება და ამიტომ სოფლის მოთხოვნა არის, რომ დაუბრუნდეს კაკაბეთის ტერიტორიულ ორგანოს ეს მიწა,“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკულუარული სცენარი, რომლითაც ჩოჩელის ხალხი მცხეთის საკრებულოს და გამგებლის გადაყენებას გეგმავს
შემდეგი სტატიათურქეთში ქორწილში მომხდარი ტერაქტის დროს გარდაცვლილთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა