კულუარული სცენარი, რომლითაც ჩოჩელის ხალხი მცხეთის საკრებულოს და გამგებლის გადაყენებას გეგმავს

დიდი შეთქმულება „ოცნებაში“

 

დიდი შეთქმულება „ოცნებაში“

14054629_1175491069141059_2146793612_n

„იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც ჩემთვის სრულიად შემთხვევით და მოულოდნელად გახდა ცნობილი, დიახ, მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სახეზე არის დიდი გადატრიალების ნიშნები და იმ შემთხვევაში, თუ შეთქმულები თავიანთ მიზანს მიაღწევენ, მაშინ იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, მოვლენები როგორ განვითარდება,“ – ასე დაიწყო „თაიმერთან“ საუბარი ჩვენმა ინკოგნიტო რესპოდენტმა, რომელიც ამბობს, რომ მმართველი პრტია „ქართული ოცნება“ დიდი საფრთხის წინაშე დგას და 8 ოქტომბერს ხელისუფლება შეიძლება, ისე ხავერდოვნად დაკარგოს, რომ ამას ვერც კი მიხვდეს.

„არ დაგიმალავთ, „ოცნებასთან“ კარგი ურთიერთობა მაქვს და შემეძლო, იმ ყველაფერზე, რის მოყოლასაც ახლა ვაპირებ, პირადად პარტიის ხელმძღვანელობისთვის მეთქვა. ამის გაკეთებას ვაპირებდი კიდეც, მაგრამ ორი-სამი დღის წინ, გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ ვიღაცები ჭორებს შეგნებულდ ავრცელებენ და იმაზეც მიანიშნა, რომ „ოცნებას“ და, მაგალითად, მცხეთის რაიონის დამოუკიდებელ მაჟორიტარს, ბიზნეsმენ ცეზარ ჩოჩელს შორის არავითარი ფარული შეთანხმება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მივხვდი, რომ „ოცნების“ ლიდერებთან ლაპარაკს აზრი არ აქვს და ის ხმებიც, რომლებიც ვრცელდება, თანდათან ვრწუმნდები, რომ სიმართლეა,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ინკოგნიტორ რესპოდენტი და დასძენს, რომ ჩვენთან დაკავიშრება იმიტომ გადაწყვიტა, რომ მცხეთის რაიონზე ჩვენმა საიტმა რამდენჯერმე წერილი გამოაქვეყნა.

ამასთან ერთად, ჩვენი თანამოსაუბრე რამდენიმე თვის წინ გორში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს, როცა გორის საკრებულოში, პრინციპში, ხავერდოვანი გადატრიალება მოხდა და მმართველობის სათავეში ირაკლი ოქრუაშვილი მოვიდა.

„დიახ, მგონია, რომ მცხეთაშიც სწორედ ეს სცენარი მუშავდება და ჩემი თუ არ გჯერათ, უახლოეს დღეებში დიდი სკანდალის მოწმეები თავად გახდებით, – ამბობს წყარო და „თაიმერს“ ისეთ ამბავს უყვება, რომელიც ქართულ პოლიტიკაში, ალბათ, ახალი არეულობის მიზეზი გახდება, – მოგეხსენებათ, მცხეთის რაიონში „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად ოფიციალურად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, დიმიტრი ხუნდაძე წარადგინა. ამავე დროს, მცხეთის მაჟორიტარობისთვის ცეზარ ჩოჩელი იბრძვის. დასაწყისშივე გეტყვით, რომ მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ჯემალ სოლოღაშვილი ხუნდაძის ბიძა, ანუ მამიდის ქმარია.

იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მე მოვიპოვე, სოლოღაშვილის იმპიჩმენტი მზადდება. ზოგადად, მცხეთის საკრებულოში 14 დეპუტატია. არ ვიცი, რამდენად ზუსტი ციფრია, მაგრამ მითხრეს, რომ ჩოჩელის ხალხმა უკვე ათამდე დეპუტატის გადაბირება მოახერხა. ამ საქმეში ყველაზე ძალიან, როგორც მცხეთაში ამბობენ,  დეპუტატები გურამ ანსიანი, გოჩა ლაბაური, ზაურ ღვინიაშვილი და ვინმე „პუშკინა“ აქტიურობენ. სხვათა შორის, ანსიანი და ღვინიაშვილი 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძოდნენ და ახლა, მე, პირადად, ძალიან მიკვირს, ცეზარ ჩოჩელს, რომელიც მიშასთან და ვანო მერაბიშვილთნ მეგობრობდა, გვერდით რატომ უდგანან.

ასევე, გავიგე, რომ ხალხის „დავერბოვკებისთვის“ ფულიც იხარჯება, თუმცა ალბათ, არავინ იტყვის, რომ იმპიჩმენტში მონაწილეობა ფინანსური დაინტერესების გამო მიიღო,“ – გამოთქვამს თავის აზრს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

ინკოგნიტო რესპოდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ აბსოლუტური სიმართლეა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ კვამლი უცეცხლოდ არასოდეს ჩნდება, ამ დღეებში, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარეს გადაირჩევენ, რის შემდეგაც ახალი თავმჯდომარის არჩევა მოხდება და ის ცეზარ ჩოჩელთან იქნება დაახლოებული.

ამ ყველაფერს, ავტომატურ რეჟიმში, მოჰყვება საკრებულოს სხვა მმართველობითი რგოლების ხელმძღვანელების შეცვლა და, საბოლოო ჯამში, ყველაფერი იმით დამთავრება, რომ „განახლებული“ საკრებულო მცხეთის რაიონის გამგებელს, ზურაბ აბეშაძეს გადააყენებს.

„იმის მიხვედრას დიდი ფილოსოფოსობა და პოლიტიკოსობა არ უნდა, რომ ეს ყველაფერი 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის კეთდება, თორემ გეკითხებით, ამ გაგანია საარჩევნო პერიოდში თავში ვის და რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, რომ საკრებულოში „პერევაროტი“ დაგეგმოს და განახორციელოს?

კი ბატონო, ახლა ის დრო აღარ არის, როცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით არჩევნების მოგება შეიძლება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მცხეთაზეა ლაპარაკი. მცხეთა თბილისთან ახლოს არის და ხალხიც სხვა რაიონებთან შედარებით, უფრო მეტად არის ინფორმირებული, მაგრამ მაინც რაიონია და ყველა ფიქრობს, რამე პრობლემები არ შემექმნასო და იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან.

იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო და გამგეობაც მთლიანად ჩოჩელის ხალხის კონტროლის ქვეშ იქნება, მე, პირადად, არ გამიკვირდება, რომ 8 ოქტომბერს ამ ბიზნესმენისთვის სასურველი შედეგი დადგეს, თუმცა ვერ გავიგე, ამ კაცს, რომელიც სახელმწიფო სამსახურშიც არის ნამუშევარი და „ნაცონალების“ შემდეგ, ურთიერთობა „ოცნებასთანაც“ დაალაგა, დეპუტატობა რათ უნდა,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც დარწმუნებულია, რომ ხალხში გავრცელებული ხმების და, ასევე, მოსალოდნელი გატარიალების შესახებ იმ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ვინც „ოცნების“ სათავეში არიან.

ამას გარდა, ჩვენი წყარო ამბობს, რომ ანალოგიური გადატრიალბები და შეთქმულებები საქართველოს სხვა რაიონებშიც არის მოსალოდნელი. ამიტომ, სიტუაციის ესკალაცია რომ არ მოხდეს, „ოცნებამ“ რამე უნდა იღონოს.

„როგორც გავიგე, ბუკიამ, რომელიც მმართველმა პარტიამ მაჟორიტარად ხობში წარადგინა, კანდიდატურა მოხსნა, რაც მისასალმებელია. ბუკია შეიძლება, კარგი ბიზნესმენია, მაგრამ მის მიმართ ინტელექტუალურ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. ხალხს ყველზე ძალიან კი ის აღიზიანებს, რომ ისინი, ვინც ოთხი წლის წინ, „მიშა, მიშას“ გაჰყვიროდნენ  და „ნაციონალების“ მზეს იფიცებოდნენ, დღეს ასეთივე წარმატებით „ოცნებაზე“ ლოცულობენ, ანუ უბრალოდ, მშრომელი ხალხი არავის აინტერსებს და ყველა პირად კეთილდღეობაზე ფიქრობს, მაგრამ მოსახლეობა უკვე ყველაფერს ხვდება და ამიტომ მგონია, რომ 8 ოქტომბერს დიდი ამბები მოხდება,“ – აღიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

ბერდია კალანდია

 

banner
წინა სტატიაში,,დამპირდნენ, რომ ჩემს შვილს ამომიყვანენ წყლიდან “
შემდეგი სტატიასოფელ კაკაბეთის მოსახლეობა საძოვრების დაბრუნებას ითხოვს