თურქეთში ქორწილში მომხდარი ტერაქტის დროს გარდაცვლილთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

თურქეთში ქორწილში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 50-ს მიაღწია. ასამდე დაშავებული კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

თავდასხმა სიირის მოსაზღვრე, ქურთებით დასახლებულ ქალაქ გაზიანტეპში მოხდა. იმ ადგილას, სადაც ქურთები ქორწილს აღნიშნავდნენ, ტერორისტმა აიფეთქა თავი.

თურქეთის პრემიერის განცხადებით, აფეთქება ქალმა ტერორისტმა მოაწყო, რომელმაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ცეკვის დროს აამოქმედა. ქვეყნის პრეზიდენტმა მომხდარში ისლამური სახელმწიფო დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშისოფელ კაკაბეთის მოსახლეობა საძოვრების დაბრუნებას ითხოვს
შემდეგი სტატიალეიბორისტებმა ლანჩხუთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს