საქართველოს სახალხო დამცველი საგანგებო ბრიფინგიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს – ომბუდსმენი გომელაურის უწყებას მოუწოდებს, რომ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში არ ჩაერიონ.
ლევან იოსელიანი შსს-ს გარდა, ასევე მომიტინგეებსაც მოუწოდებს, რომ შეინარჩუნონ პროტესტის მშვიდობიანი ფორმები, რათა პროცესი ესკალაციაში არ გადაიზარდოს.
“დღევანდელი ჩემი ბრიფინგი ემსახურება პირველად შეფასებას გუშინდელი მოვლენების, რაც ჩვენ ვიხილეთ და ამავე დროს, დღევანდელი აქციის წინ მოწოდებას და გაფრთხილებას, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომ არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, არ ჩაერიოს ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში და მეორე მხრივ, ასევე მინდა მოვუწოდო შეკრების მონაწილეებს, რომ დაიცვან შეკრების ფარგლები, მისი მშვიდობიანი ფორმა, რადგან არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში”, – ამბობს ომბუდსმენი.