ივანიშვილი უნდა მოვქანცოთ და წავიყვანოთ დათმობაზე – წალენჯიხიდან თბილისისკენ საპროტესტო კოლონა დაიძრა

„საქართველოს ხელისუფლებამ იძალადა საკუთარ მოსახლეობაზე,ახალგაზრდობაზე. იძალადა საქართველოს მომავალზე და მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს,ვისთვისაც ძვირფასია საკუთარი სამშობლო და ღირსეული ცხოვრება ამ ქვეყანაში.

დედაქალაქი დგას,დედაქალაქი იბრძვის,დედაქალაქი არ ნებდება და ყველა ჩვენთაგანის ვალია,რეგიონების ვალია, რომ შევეშველოთ, ჩავანაცვლოთ, შევავსოთ მათი რიგები და ივანიშვილის ოცნება, რომ შემოდგომამდე ძალა გამოგველევა, შემოვუბრუნოთ უკან, თვითონ მოვქანცოთ და თვითონ წავიყვანოთ დათმობაზე,გაიწვიოს რუსული კანონი და საერთოდ, არა ყველაფერს რუსულს.

საქართველოში ხალხი მობილიზებულია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, როგორც ერთადერთი ოპოზიციური და შეუგუებელი ხალხის მუნიციპალიტეტი უკვე გზაშია და მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ რაიონებიდან, ქუჩებიდან, მოედნებიდან, რათა, რეგიონმა გადამწყვეტი სიტყვა თქვას საქართველოსთვის ისტორიულ ომში.

მე ამას გეუბნებით, როგორც ოპოზიციონერი მერი, როგორც გამარჯვებული მერი,იმ სიცხადით და გარკვეულობით, რომ ოცნებაზე გამარჯვება შესაძლებელია“, – განაცხადა გია ხარჩილავამ

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ჩამოერთვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი – კრამონი
შემდეგი სტატიაეს იყო ივანიშვილის დაანონსებული ავტოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი – აქუბარდია