სოფელ ჯაღირაში ხანძარი ლოკალიზებულია

წალენჯიხა, სოფელი ჯაღირა – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძარი ლოკალიზებულია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებულია 3 ერთეული სახანძო- სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა.

ჯვარი, სოფელი მუჟავა – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო, სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

წალენჯიხა, სოფელი სქური – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

მარტვილი, სოფელი ბალდა – იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

banner
წინა სტატიაში“აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს”
შემდეგი სტატია“ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ისინი არიან პროდასავლურები და ჩვენ ქვეყანა სხვა მიმართულებით მიგვყავს”