სომხეთში ექს-პრეზიდენტ სარქსიანის ძმას ბრალი წაუყენეს

ალექსანდრ სარქსიანს, რომელიც სომხეთის ექს-პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის ძმაა, ბრალი წაუყენეს – პარასკევს, 1 მარტს ადგილობრივმა მედიამ დაწერა ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

2018 წლის ივნისში სომხეთის სპეცსამსახურებმა ალექსანდრ სარქსიანის და მისი ვაჟის, ნარეკ სარქსიანის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც ამოიღეს ფული და ნარკოტიკები, ასევე, სომეხი მხატვრის მარტიროს სარიანის ტილო, რომლის მოპარვაში ნარეკ სარგსიანია ეჭვმიტანილი. იმავე წელს გავრცელდა, რომ სარქსიანი დათანხმდა ქვეყნის ბიუჯეტში 30 მილიონი დოლარი დაებრუნებინა. მაშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა თქვა, რომ “ეს ის ფულია, რომელსაც ალექსანდრ სარქსიანი ბიზნესიდან აგროვებდა” – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშილუკაშენკომ რუსეთთან ერთობლივი ვალუტის შემოღება არ გამორიცხა
შემდეგი სტატიაპაატა დავითაია: საქართველო რუსულ ბაზებს ელექტროენერგიას აწვდის