ლუკაშენკომ რუსეთთან ერთობლივი ვალუტის შემოღება არ გამორიცხა

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ე.წ. “პრეზიდენტთან დიდი დიალოგისას” არ გამორიცხა ერთობლივი ვალუტის შექმნა. როგორც 1 მარტს “დოიჩე ველემ” გაავრცელა, ლუკაშენკომ თქვა, რომ ეს იქნება “არა რუსული ან ბელორუსული რუბლი, ეს იქნება ერთობლივი რუბლი… თუკი ის იქნება” – დააზუსტა მან. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მთავარი საკითხი მომავალი საემისიო ცენტრის ადგილმდებარეობაა. ბელორუსის პრეზიდენტის თქმით, მან ეს საკითხი თავის რუს კოლეგასთან ერთად განიხილა და დათანხმდა იმაზე, რომ საემისიო ცენტრი სანკტ-პეტერბურგში იქნება.

ლუკაშენკოს აზრით, მოსკოვის მიზანი ბელორუსის “გადაყლაპვა” არ არის. “არანაირი მინიშნება იმაზე, რომ ბელორუსის რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა სურს რუსეთის პრეზდენტს, ერთხელაც არ გამიგია” – თქვა ლუკაშენკომ და დაამატა, რომ “მსგავსი განწყობა არ ყოფილა”.

banner
წინა სტატიაშიდღემდე არ მახსოვს ადამიანების აზრზე გადმოსულიყოს – ზვიად კვაჭანტირაძე ივანიშვილზე(video)
შემდეგი სტატიასომხეთში ექს-პრეზიდენტ სარქსიანის ძმას ბრალი წაუყენეს