სომხეთი მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადავიდა

სომხეთის ახალი პრეზიდენტის არმენ სარკისიანის პოსტზე ასვლით, სომხეთი ოფიციალურად გადავიდა მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე. სარკისიანმა ორშაბათს, 9 აპრილს ფიცი დადო ქვეყნის ეროვნულ პარლამენტში. ინაუგურაციის შემდეგ, ქვეყნის მმართველი პრეზიდენტი გადადგა.
ქვეყნის კანონების მიხედვით, სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 17 აპრილს დაინიშნება. ამ პოსტზე კანდიდატის დასახელების პრეროგატივა რესპუბლიკურ პარტიას აქვს, რომელიც პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით არის. პარტიის თავმჯდომარეა სერჟ სარგსიანი, რომელიც 2008 წლიდან დღემდე ქვეყნის პრეზიდენტი იყო – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: გამორიცხული არ იქნება რეგიონში სამხედრო ჩარევა
შემდეგი სტატიათურქმენეთში მელომანების მასობრივი დაჯარიმება დაიწყო