ტრამპი: გამორიცხული არ იქნება რეგიონში სამხედრო ჩარევა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი სირიაში მომხდარი ქიმიური ნივთიერების გამოყენების გამო საპასუხო ზომებს მალე გადაწყვეტს. “ეს კაცობრიობის საქმეა და ასეთი მოქმედებები დაუშვებელია რუსები არიან ეს, სირიელები თუ ირანელები, მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენ ამას დავადგენთ” – თქვა ტრამპმა. აშშ თავის გადაწყვეტილებას ერთ ან ორ დღეში გამოაქვეყნებს. გამორიცხული არ იქნება რეგიონში სამხედრო ჩარევა – განაცხადა ტრამპმა.

მანამდე გავრცელდა, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია სირიაში, აღმოსავლეთ გუტაში მდებარე ქალაქ დუმაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამო “სერიოზულად შეშფოთებულია”. ორგანიზაცია ფაქტის გამოძიებას აპირებს. კერძოდ, დაკითხავს თვითმხილველებს, შემთხვევის ადგილზე ნიმუშევს აიღებს და შეაგროვებს. ამასთანავე, ორგანიზაციის კომპეტენციაში არ შედის ნივთიერების გამავრცელებელი მხარის დადგენა. სამუშაოს დასრულების შემდეგ შედეგები გადაეცემათ ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის მონაწილე ქვეყნებს.

შემთხვევა 7 აპრილს მოხდა. აქტივისტები 100 დაღუპულის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.

banner
წინა სტატიაშიFacebook-ი დღეს შეგატყობინებთ, თქვენი პირადი მონაცემი გადაეცა თუ არა Cambridge Analytica-ს
შემდეგი სტატიასომხეთი მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადავიდა