თურქმენეთში მელომანების მასობრივი დაჯარიმება დაიწყო

თურქმენეთში სამართალდამცველებმა აშხაბადის მკვიდრების დაჯარიმება დაიწყეს, რომლებიც ყურსასმენებში მუსიკას უსმენენ – ამის შესახებ ინფორმაციას “თურქმენეთის ალტერნატიული სიახლეები” ავრცელებს. როგორც აღნიშნავენ, დაჯარიმებები აპრილიდან დაიწყო. დაჯარიმებული მოქალაქეების თქმით, პოლიციელები “რაღაც ახალ რეგულაციაზე” ლაპარაკობენ, რომელიც არც მედიაში გავრცელებულა და არც არავინ იცის. პოლიციელები ამბობენ, რომ ფეხით მოსიარულეებმა, რომლებიც ყურსასმენებით მუსიკას უსმენენ, შესაძლებელია, მანქანის ხმა ვერ გაიგონ, რომელიც უახლოვდება – ზომები ავარიების რიცხვის შესამცირებლად არის – ამბობენ თურქმენი სამართალდამცველები.

banner
წინა სტატიაშისომხეთი მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადავიდა
შემდეგი სტატიარუსეთის 50 უმდიდრესმა ბიზნესმენმა ერთ დღეში 12 მილიარდი დაკარგა