სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დღეს საღამოს შევა ძალაში

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დღეს საღამოს შევა ძალაში

1სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დღეს საღამოდან შევა ძალაში. შაბათ-კვირას სირიის ქალაქები ისევ იბომბებოდა.
ათდღიანი “პაუზის” განმავლობაში ტერორისტების პიოზიციების დაბომბვა გაგრძელდება.
სირიულმა მედიამ შაბათს გაავრცელა, რომ პრეზიდენტი ასადი აშშ-რუსეთის შეთანხმების წინააღმდეგია, რომელიც რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული.
ჯერჯერობით უცნობია, შეთანხმებას მხარს დაუჭერენ თუ არა სხვადსხვა ამბოხებული დაჯგუფებები.
სირიის დამოუკიდებელი არმია შეთანხმებას პოზიტიურად შეხვდა.

რუსეთმა და აშშ-მა სირიის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხში შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს.
“აშშ და რუსეთი აცხადებენ გეგმის შესახებ, რომელიც იმედს გვაძლევს, რომ სირიაში მდგომარეობა გაუმჯობესდება და პოლიტიკურ პროცესებში გადავა” -აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.. მისივე თქმით, რუსეთი და აშშ სირიის კონფლიქტის მონაწილეებს, 12 სექტემბრიდან ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ამასთანავე, ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება.

“აშშ და რუსეთის ფედერაცია შეთანხმდნენ ზომებზე, რომელსაც გამოვიყენებთ, იმის გათვალისწინებით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ხანგრძლივი უნდა იყოს. ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ ისევ დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან და განვიხილავთ სამომავლოდ ძალადობის შესამცირებელ ზომებს და ვიმუშავებთ იმაზე, რომ “ისლამურ სახელმწიფოს და “ჯებჰატ ან-ნურსზე” თავდასხმები გაგრძელდეს” – განაცხადა კერმა. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეეხოს ალეპოსაც, რომლის ირგვლივაც უნდა შეიქმნას დემილიტარიზირებულიზონა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავად გაიძახიან, რომ პოლიტპატიმრები არიან, კითხვები კი ამ მხრივ აღარ არის არც ევროპაში და არც ამერიკაში”
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: ნუთუ, ისეთი თანხა მოვთხოვე ივანიშვილს, რომ ფულის მოცემა გაუჭირდა