პაატა ბურჭულაძე: ნუთუ, ისეთი თანხა მოვთხოვე ივანიშვილს, რომ ფულის მოცემა გაუჭირდა

ძალიან მაინტერესებს რა თანხაზეა საუბარი, ნუთუ, ისეთი მოვთხოვე ივანიშვილს, რომ მას ფულის მოცემა გაუჭირდა? თუ მაგაზე იყო, ესეიგი, ძალიან კარგად ამიწევია ჩემი ფასი”, – ასე გამოემხაურა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ როდესაც გვერდში დგომა სთხოვა ბურჭულაძეს, მან უამრავი ფული მოითხოვა.

„მე სამი წელიწადია არ მინახავს ეს კაცი, ნაწყენი ვარ, რადგან თავის დროზე, როდესაც ვთხოვეთ, გვერდით გადგვდგომოდა, უამრავი ფული მოითხოვა. მაშინ შეურაცხყოფილი ვიყავი და უარი ვუთხარი”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“.

banner
წინა სტატიაშისირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დღეს საღამოს შევა ძალაში
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: დავით უსუფაშვილმა თუ რამე იცოდა და ხალხს უმალავდა, სირცხვილია