“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავად გაიძახიან, რომ პოლიტპატიმრები არიან, კითხვები კი ამ მხრივ აღარ არის არც ევროპაში და არც ამერიკაში”

საქართველოში ბევრი ქონება იყო ჩამორთმეეული და ამ მხრივ სამართლიანობა კვლავ აღასდგენია, ეს პროცეის გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „საუბრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

„რაც შეეხება იმ ადამიანების დასჯას, ვინც ძალადობდა საზოგადოებაზე, ხელისუფლებამ მოახერხა, რომ დაესაჯა ეს ადამიანები და შეებარჩუნებინა დემოკრატიული პროცესებიც. ყოფილი პრეზიდენტი დევნაშია, ყოფილი მთავარი პროკურორი დევნაშია და გაქცეულია, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ციხეშია, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ციხეშია, ქალაქის ყოფილი მერი ციხეშია. ამის გაკეთება და დემოკრატიულობის შენარჩუნება არ არის ადვილი. ჩევნ საოცრება გავაკეთეთ, საოცრება მოხდა. მე პირველი წელიწადი ყველაზე მეტ დროს ვხარჯავდი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისთვის განმარტებებისთის. ყველა მიმართულებით ნახეთ რეიტინგები. დემოკრატიულ ინსიტუტებს რაც შეეხება, ყველაფერში მკვეთრი გაუმჯობესება გვაქვს რეტინგების. ამდენი მაღალჩინოსანი დევნაშია, დაპატიმრებულია და დემოკრატიულობა დავუსაბუთეთ, დავუმტკიცეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. მსგავს მაგალითს ვერ ნახავთ მსოფლიოში. აღარ არის ამ მხირვ შეკითხვები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავად გაიძახიან, რომ პოლიტპატიმრები არიან. შეკითხვები კი ამ მხრივ აღარ არის არც ევროპაში და არც ამერიკაში“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო ავაკოვს ტურჩინოვით შეცვლის
შემდეგი სტატიასირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დღეს საღამოს შევა ძალაში