სირიაში ცეცხლის შეწყვეტა “ისლამურ სახელმწიფოზე” არ გავრცელდება

სირიაში ცეცხლის შეწყვეტა

მიუნხენში სირიის კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებებზე კონფლიქტის მხარეებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში შევა ძალაში. ამასთანავე, შეთანხმება “ისლამურ სახელმწიფოს” არ ეხება.

როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერმა განაცხადა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ იმოქმედებს “ისლამურ სახელმწიფოზე”, “ნურსას ფრონტზე” და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებზე. მისმა რუსმა კოლეგამ, თავის მხრივ განაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მხოლოდ საჰაერო ოპერაციებმა შესაძლებელია კონფლიქტი უფრო გაამძაფროს. ერთკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმაა ყველა მხარე, რომელიც მიუნჰენის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.
გარემოებები ქაღალდზე უკვე დაფიქსირდა, მაგრამ მთავარია პროცესი, როგორ შესრულდება ის – განაცხადა კერმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: პრეზიდენტს ექსკლუზიური უფლება აქვს, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა შესთავაზოს
შემდეგი სტატიამედვედევმა მიგრანტების პრობლემის გამო ევროკავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა