მედვედევმა მიგრანტების პრობლემის გამო ევროკავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 12, 2016 15:53

მედვედევმა მიგრანტების პრობლემის გამო ევროკავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა, საემიგრაციო კრიზისის გამო ევროკავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა – ამის შესახებ მან გერმანულ “ჰანდელსბლატთან” ინტერვუში ისაუბრა.
“შესაძლოა, ეს არ მოეწონოთ ჩემს ევროპელ კოლეგებს, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ევროკავშირის პოლიტიკის სრული ფიასკოა ” – განაცხადა მან და დაამატა, რომ ეს არის კოლოსალური პრობლემა და “მართალი რომ გითხრათ, ევროკავშირის ხელისუფლებამ ის თვითონ შექმნა” – თვლის მედვედევი.

რუსეთის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ “მაინც იქნება შესაძლებელი ეროვნულ-რელიგიური პოლიტიკისადმი მიდგომების გამოძებნა”.
“ევროპის კარების გაღება და ყველას მოწვევა, ვინც მზად არის მოვიდეს, მაპატიეთ, მაგრამ ყველაზე მცირე, სისულელეა, სხვა სიტყვები რომ არ ვიხმარო” – განაცხადა მედვედევმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში გასულ წელს მილიონზე მეტი მიგრანტი შევიდა.
მიმდინარე წელს იმავე რაოდენობის ლტოლვილებს ელოდებიან.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 12, 2016 15:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,098
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics