დავით უსუფაშვილი: პრეზიდენტს ექსკლუზიური უფლება აქვს, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა შესთავაზოს

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად კობა გვენეტაძის დასახელებას გამოეხმაურა.

“კანონებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს ექსკლუზიური უფლება აქვს, საქართველოს პარლამენტს ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა შესთავაზოს. პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ეს პროცესი დაასრულეს,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კობა გვენეტაძე 3 კანდიდატს შორის შეარჩია და გუშინ დაასახელა, რომელსაც უახლოეს დღეებში პარლამენტს წარუდგენს.

banner
წინა სტატიაში“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” იმერეთში კორუფციის შესაძლო ფაქტებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიასირიაში ცეცხლის შეწყვეტა “ისლამურ სახელმწიფოზე” არ გავრცელდება