სირიაში აშშ-ს სარაკეტო დარტყმები და კრემლის რეაქცია

აშშ-მ 59 ფრთიანი რაკეტა “ტომაგავკი” დაარტყა ცენტრალურ სირიაში სამხედრო აეროდრომს. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სარაკეტო დარტყმებს, სირიის პროვინცია იდლიბში სამშაბათს სირიის სამთავრობო ძალების მიერ გამოყენებული გაზის გამო, შურისძიება უწოდა.
ავიადარტყმების შედეგად 10 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა – სირიის არმიამ გაავრცელა. ამასთანავე, სირიის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო “სანა” იტყობინება, რომ ავიადარტყმებს 9 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვი, შვიდმა კი დაზიანებები მიიღო. სააგენტოს ინფორმაციით, სამხედრო ბაზის რაიონში ბევრი საცხოვრებელი სახლი სერიოზულად დაზიანდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ სირიაში განხორციელებული ავიადარტყმები სუვერენული რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული აგრესია იყო – პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გაახმოვანა. “ვაშინგტონის ეს ნაბიჯი დიდ დარტყმას აყენებს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომელიც ისედაც სავალალო მდგომარეობაში იყო” – ხაზგასმით აღნიშნა პესკოვმა.
პუტინის აზრით, ეს ნაბიჯი საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ არც ერთი ნაბიჯით არ ჩაითვლება წინგადადგმულად, არამედ, პირიქით, “მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლის” წინააღმდეგ კოალიციის შექმას შეუშლის ხელს.
პენტაგონის მტკიცებით, მათ მიერ დაბომბილი ავიაბაზის ავიაციამ გამოიყენა იდლიბში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი, რომლის მსხვერპლი ათობით ადამიანი გახდა – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე : პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან საინტერესო გამოსვლა, ეს ეტყობოდა დარბაზსაც, რადგან ყველა ძალიან დიდი ყურადღებით ისმენდა
შემდეგი სტატიასტოლტენბერგის და იუნკერის კომენტარები აშშ-ს ავიადარტყმებზე