სტოლტენბერგის და იუნკერის კომენტარები აშშ-ს ავიადარტყმებზე

“აშშ-მ ევროკავშირი საქმის კურსში ჩააყენა, ინფორმაციაში საუბარი იყო იმაზე, რომ დარტყმებს შეზღუდული ხასიათი ექნებოდა და რომ მიმართული იყო იქითკენ, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების კიდევ ერთი შანსი არ ქონოდათ სირიელ სამხედროებს” – ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა გაავრცელა. “მკვეთრი განსხვავება არსებობს სამხედრო ობიექტების დაბომბვასა და მშვიდობიან მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას შორის” – ხაზგასმით თქვა იუნკერმა.

იუნკერთან ერთად, აშშ-ს ავიადარტყმებზე კომენტარი გააკეთა ასევე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს ტლტენბერკმა, რომელიც თვლის, რომ აშშ-ს მიერ სირიის ბაზის დაბომბვაში სრული პასუხისმგებლობა ბაშარ ასადს ეკისრება. “ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია, ის არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს, მასზე პასუხისმგებლები უნდა დაისაჯონ” – ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა.

აშშ-მ 59 ფრთიანი რაკეტა “ტომაგავკი” დაარტყა ცენტრალურ სირიაში სამხედრო აეროდრომს. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სარაკეტო დარტყმებს, სირიის პროვინცია იდლიბში სამშაბათს სირიის სამთავრობო ძალების მიერ გამოყენებული გაზის გამო, შურისძიება უწოდა.
ავიადარტყმების შედეგად 10 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა – სირიის არმიამ გაავრცელა. ამასთანავე, სირიის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო “სანა” იტყობინება, რომ ავიადარტყმებს 9 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვი, შვიდმა კი დაზიანებები მიიღო. სააგენტოს ინფორმაციით, სამხედრო ბაზის რაიონში ბევრი საცხოვრებელი სახლი სერიოზულად დაზიანდა.

banner
წინა სტატიაშისირიაში აშშ-ს სარაკეტო დარტყმები და კრემლის რეაქცია
შემდეგი სტატიატუსკი: “ევროკავშირი აშშ-სთან იმუსავებს, რომ ბოლო მოუღოს სირიაში არსებულ სისასტიკეს”