სირიაში ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები დაიღუპნენ

ანტიტერორისტული კოალიციის ორი ჯარისკაცი – ამერიკელი და ბრიტანელი, სირიაში, თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. ხუთი სამხედრო მოსამსახურე კი დაიჭრა -ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს და ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროებმა გაავრცელეს 30 მარტს. თავდასხმა ქალაქ მანჯიბში მოხდა 29 მარტს, იმ დღეს, როცა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ უკვე ძალიან მალე ის აშშ-ს ჯარს გაიყვანს სირიიდან.

ანტიტერორისტული კოალიცია, რომელსაც აშშ უდგას სათავეში, სირიაში 2014 წლიდან ატარებს სწავლებებს და იარაღით ამარაგებს ჯგუფებს, რომლებიც სირიასა და ერაყში ტერორისტების წინააღმდეგ იბრძვიან. სულ სირიის ომში 14 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: საფრანგეთში ელჩად მუშაობა ჩემთვის საინტერესო არ არის
შემდეგი სტატიაისრაელ-პალესტინის საზღვარზე დემონსტრაცია სროლაში გადაიზარდა (ვიდეო)