თეა წულუკიანი: საფრანგეთში ელჩად მუშაობა ჩემთვის საინტერესო არ არის

საფრანგეთში ელჩად მუშაობა ჩემთვის საინტერესო არ არის, – ასეთი კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა საფრანგეთში საქართველოს ელჩად დაინიშნოს.

„ექვსი წლის განმავლობაში პარიზში ელჩად ბევრჯერ გამგზავნეს. ეს პოზიცია ჩემთვის საინტერესო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ჩემთვის მეორე სამშობლოა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება მთავრობაში საკადრო ცვლილებას, თეა წულუკიანის თქმით, ზურაბ ალავიძე იყო ერთ-ერთი გამორჩეული კოლეგა, რომელიც იყო თავისუფალი ბოუროკრატიისგან, გართულებებისგან, მას ახასიათებს პროცესის თავისუფალი ადმინისტრირება და საკითხების მარტივად გადაწყვეტა.

„ეს მართლაც მისი პლუსი იყო. რაკი მისი სურვილი ასეთი იყო, რომ დავეტოვებინეთ, მე მას წარმატებებს ვუსურვებ კერძო სექტორში. გუშინ ვესაუბრე და მითხრა, რომ სურს, იმ სამყაროს დაუბრუნდეს, სადაც მთელი ცხოვრება კარიერული წინსვლები ჰქონდა. ქალბატონ მაია ცქიტიშვილს, რომელიც ჩემთვის სასიამოვნო შემომატებაა, წარმატებებს ვუსურვებ. ის კიდევ ერთი ქალი მინისტრი იქნება, რომელიც ჩვენი კაბინეტის ფარგლებში ამხელა სფეროს ჩაიბარებს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიქურთებზე თავდასხმის მიუხედავად, ბერლინი ანკარას იარაღს მაინც აწვდის
შემდეგი სტატიასირიაში ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები დაიღუპნენ