ისრაელ-პალესტინის საზღვარზე დემონსტრაცია სროლაში გადაიზარდა (ვიდეო)

ღაზის სექტორში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მასობრივ არეულობაში და პროტესტანტების და ისრაელის ჯარისკაცების დაპირისპირებაში გადაიზარდა. ებრაელმა ჯარისკაცებმა მინიმუმ 12 პალესტინელი დახოცეს -ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. როგორც ისრაელის არმიის პრეს-ხელმძღვანელმა გაავრცელა, ყველა დაღუპული 18-დან 30 წლამნდე ასაკის არიან, უკვე დაადგენილია რომ ორი მათგანი “ჰამასის” მეომრები არიან.
დემონსტრაციაში დაახლოებით 30 ათასამდე პალესტინელი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის დაშავებულია 600-მდე. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას “ჰამასს” აკისრებს და აცხადებს, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი მხოლოდ აქციის ყველაზე აგრესიულ მონაწილეებს გაუხსნეს.

banner
წინა სტატიაშისირიაში ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები დაიღუპნენ
შემდეგი სტატიარუსეთმა სირიაში სამხედრო ძალა გაზარდა