სიღნაღის საოჯახო სასტუმროში ჩეხი ტურისტი გოგონა გააუპატიურეს

სიღნაღში ჩეხი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

ჩეხი ტურისტის გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.
არსებული ცნობით, ტურისტი ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთ საოჯახო სასტუმროში გააუპატიურეს, სადაც ღამის გასათევად დაბინავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მათივე ცნობით, ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზები და გამოძიება ამ შედეგს ელოდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 8 წლამდე სასჯელი ელის.

banner
წინა სტატიაშიობამა: აშშ ბრიტანეთის არჩევანს პატივს სცემს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა