კახა კალაძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საქართველოს ეკონომიკაში ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების პროფესიონალების როლზე ისაუბრა. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი.

სტუდენტებისთვის პრეზენტაციები გააკეთეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელმა მიხეილ ზიბზიბაძემ.

banner
წინა სტატიაშისიღნაღის საოჯახო სასტუმროში ჩეხი ტურისტი გოგონა გააუპატიურეს
შემდეგი სტატია(+ვიდეო) მიხეილ სააკაშვილი: ევროპის ქვეყნებისთვის სრულიად ახალი პერიოდი იწყება