ობამა: აშშ ბრიტანეთის არჩევანს პატივს სცემს

ობამა: აშშ ბრიტანეთის არჩევანს პატივს სცემს

obama-brexitაშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ პატივს სცემს ბრიტანელების არჩევანს და რომ ამის გამო აშშ-ბრიტანეთის ურთიერთობები არ დაზიანდება.
“დიდი ბრიტანეთის ხალხმა საკუთარი აზრი დააფიქსირა და ჩვენ პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას. გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი აშშ-ს პარტნიორები დარჩებიან იმის მიუხედავად, რომ მათ ერთმანეთთან ურთიერთობის გადახედვა დაიწყეს” – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების გამო მწუხარება გამოთქვა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
“უნდა ვთქვა, რომ ჩვენ სხვა შედეგებს ველოდებოდით… მიუხედავად ამისა აშშ-ს დიდი ხანია გაერთიანებულ სამეფოსთან მეგობრულ ურთიერთობები აკავშირებს და ეს დამოკიდებულება ასეც შენარჩუნდება” – განაცხადა ბაიდენმა. მან ასეევ აღნიშნა, რომ პატივისცემას გამოხატავს ბრიტანელი მოქალაქეების არჩევანის გამო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას 17 410 742 ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 51,9%-ია. წინააღმდეგ გამოვიდა 16 141 241 ადამიანი, რაც ხმათა 48,1%-ია.

banner
წინა სტატიაშიBrexit -ის მოწინააღმდეგეებმა ლონდონის რესპუბლიკის შექმნის მოწოდება გააკეთეს
შემდეგი სტატიასიღნაღის საოჯახო სასტუმროში ჩეხი ტურისტი გოგონა გააუპატიურეს