შვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე – გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს რასაც გადაწყვეტენ – ტრასი

შვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე – გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს რასაც გადაწყვეტენ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა ნატო-ს შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით, რუსეთიდან მომდინარე რიტორიკის პასუხად განაცხადა.

„რუსეთის მუქარები სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ ახალი არ არის და მხოლოდ აძლიერებს ჩვენს ერთიანობას. შვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე – გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს რასაც გადაწყვეტენ“, -დაწერა ტრასმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ უკრაინულმა ვერტმფრენებმა ბრიანსკის ოლქის კლიმოვოს დასახლება დაბომბეს
შემდეგი სტატიაბუჩას მოვლენებმა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე უარყოფითად იმოქმედა – ჩავუშოღლუ