რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ უკრაინულმა ვერტმფრენებმა ბრიანსკის ოლქის კლიმოვოს დასახლება დაბომბეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქის კლიმოვოს დასახლება უკრაინულმა ვერტმფრენებმა დაბომბეს.

როგორც მედია წერს, უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები ორი საბრძოლო ვერტმფრენის გამოყენებით შეიჭრნენ რუსეთის საჰაერო სივრცეში და დაბალ სიმაღლეზე ფრენისას მიზანმიმართულად საცხოვრებელ სახლებზე სულ მცირე ექვსი ავიადარტყმა განახორციელეს.

რუსული მხარის მონაცემებით, საჰაერო იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა, დაშავებულია შვიდი ადამიანი.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. დასახლება კლიმოვო რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიდარწმუნებული ვართ და ვიცით, რომ საქართველო ახორციელებს საერთაშორისო სანქციებს, საქართველოს მეშვეობით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა შეუძლებელია – ჰუბერტ ქნირში
შემდეგი სტატიაშვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე – გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს რასაც გადაწყვეტენ – ტრასი