შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს პანკისის ხეობიდან მოსწავლეები ესტუმრნენ

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს ახმეტის რაიონის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს წარმომადგენლებმა სტუმრებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი გააცნეს, საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს.

ვიზიტის ფარგლებში, მოზარდები ახალწვეულთა თეორიულ და სამწყობრო მეცადინეობის დაესწრნენ. მათთვის ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენაც მოეწყო.

შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოს პროგრამის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში, შს სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორემ საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროს და გენშტაბის ხელმძღვანელობას უმასპინძლა
შემდეგი სტატიაშალვა ხუციშვილი: ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შსს-ს ერთ-ერთ პრიორიტეტად