შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის
განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით,
1941 წელს დაბადებული ნ.ა. და 1953 წელს დაბადებული ქ.ბ. ფოთში დააკავეს.-ამის შესახებ ,,თაიმერს” შსს-დან აცნობეს.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ ბინას და
დროებით სარგებლობაში მქონე სასტუმროს ოთახებს, გარკვეული გასამრჯელოს
სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის აქირავებდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ისინი, ასევე, პროსტიტუციაში
ჩაბმულ ქალბატონებს კლიენტების მოძებნაში ხელს უწყობდნენ.
სამართალდამცველებმა აღნიშნული ქალბატონები მოწმის სტატუსით გამოკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივაზიანში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
შემდეგი სტატიაგორში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავეს