გორში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ი. გ., ძალადობისა და მუქარის
ბრალდებით, გორში დააკავეს.-ამის შესახებ ,,თაიმერს” შინაგან საქმეთა საინისტროდან აცნობს.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა
მისსავე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ პირს – 1940 წელს დაბადებულ რ.ე.-ს
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ემუქრებოდა.
შსს-ს ინფორმაციით , დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში
გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. მომხდარ ფაქტთან
დაკავშირებით დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.

გამოძიება ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის
1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს იწურება