შშ-მ სამხრეთ კორეაში რაკეტების განთავსება დაიწყო

აშშ-მ სამხრეთ კორეში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტა THAAD-ის განთავსება დაიწყო. THAAD-ის პირველი ელემენტები უკვე შეიტანეს ნახევარკუნძულში – ამის შესახებ აშშ-ს შეიარაღებული ძალების წყნარი ოკეანის სარდლობამ გაავრცელა.
“ჩრდილოეთ კორეიდან გაგრძელებული პროვოკაციები, რომელიც რამდენიმე ბალისტიკური რაკეტის გაშვებას გულისხმობს, THAAD-ის სამხრეთ კორეაში განთავსების მიზანმიმართულობას ადასტურებს” – თქვა ჰარი ხარისმა.
ვაშინგტონსა და სეულს შორის THAAD-ის განთავსებაზე შეთანხმება 2016 წლის ივლისში დაიდო. THAAD მხოლოდდამხოლოდ თავდაცვის სისტემაა და ის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს – ნათქვამია აშშ-ს სამხედრო ძალების მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიევროპის სასამართლომ ევროკავშირის ქვეყნები არ დაავალდებულა ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული ვიზის გაცემაში
შემდეგი სტატიარესპუბლიკელებმა აშშ-ს კონგრესში Obamacare-ის შემცვლელი პროექტი წარადგინეს