ევროპის სასამართლომ ევროკავშირის ქვეყნები არ დაავალდებულა ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული ვიზის გაცემაში

დღეს ლუქსემბურგში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უფლება აქვთ თვითონ გადაწყვიტონ მისცენ თუ არა ლტოლვილებს ჰუმანიტარული ვიზები. საერთოევროპული სამართალი ევროკავშირის ქვეყნებს ამას არ ავალდებულებს და მსავსი საკითხები ცალკეული სახელმწიფოების კანონმდებლობებით რეგულირდება – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ვერდიქტი სირიელი წყვილის საჩივარზე იქნა გამოტანილი, რომელთაც 2016 წელს ბეირუთში ბელგიის საელჩომ ჰუმანიტარულ ვიზაზე უარი უთხრა. ოჯახი ამ ვიზით ბელგიაში ლეგალურად გადასვლას და ადგილზე თავშესაფრის მოთხოვნას აპირებდა, რადგანაც საკუთარ სამშობლოში მათ სიკვდილი ემუქრებოდათ.
19

banner
წინა სტატიაშირუსეთს მის ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია
შემდეგი სტატიაშშ-მ სამხრეთ კორეაში რაკეტების განთავსება დაიწყო