რესპუბლიკელებმა აშშ-ს კონგრესში Obamacare-ის შემცვლელი პროექტი წარადგინეს

აშშ-ს კონგრესის რესუბლიკურმა ფრაქციამ ჯანდაცვის რეფორმების პროექტი წარადგინა, რომელიც ბარაკ ობამას მიერ შემოღებულ დაზღვევის სისტემას შეცვლის.
დღეს დაზღვევის მქონეთა უმეტესობა დოტაციებს სახელმწიფოსგან იღებს. იმისათვის, რომ სახელმწიფომ ეს შეძლოს, ხელმისაწვდომი ჯანდაცვისა და პაციენტების დაცვის (ზუსტად ამას ეძახდნენ Obamacare-ს) შესახებ ბრძანება ყველა ამერიკელს ავალდებულებს სამედიცინო დაზღვევა შეიძინოს – წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმა უნდა გადაიხადონ, რომელიც, საშუალოდ 995 დოლარს შეადგენს წელიწადში.
დაზღვევისთვის დამატებით ფულის გადახდამ ამერიკელების უკმაყოფილება გამოიწვია – ისინი თვლიან, რომ აშშ-ს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობას უფლება არა აქვს კანონებით აიძულოს შეიძინოს ესა თუ ის ნივთი.
რეფორმების ფარგლებში, რესპუბლიკური პარტია ჯარიმების გაუქმებას აპირებს, ასევე, საუბარია ხანდაზმული ადამიანების სუბსიდირებაზე.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა უკვე გამოხატეს რეაქცია ინიციატივაზე. მათი აზრით, სამედიცნო მომსახურების ფასები, სავარაუდოდ, გაიზრდება და ასევე, დაზღვეული ამერიკელების რიცხვი შემცირდება. მათი აზრით, პირველ რიგში დაზღვევას ღარიბები დაკარგავენ.
13

banner
წინა სტატიაშიშშ-მ სამხრეთ კორეაში რაკეტების განთავსება დაიწყო
შემდეგი სტატიარუსთავი-2-ის ირგვლივ წარმართული პროცესებთან დაკავშირებით ადგილი აქვს მანიპულირების მცდელობას