შინაიდ ო’კონორმა ისლამი მიიღო

ირლანდიელმა მუსიკოსმა შინაიდ ო’კონორმა რელიგიური მრწამსი შეიცვალა და მუსლიმი გახდა. როგორც თვითონ ამბობს, მისთვის ეს “ღმერთის ძებნის პროცესის ბუნებრივი დასასრული იყო”. გასულ წელს მუსიკოსმა სახელი და გვარი შეიცვალა და მაგდუ დავიტი გახდა, ახლა ხელახლა გადაირქვა და შუხადა დავიტი ქვია.

“ტვიტერში” საკუთარ მიკრობლოგზე მუსიკოსმა მადლობა გადაუხადა მუსლიმებს მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, მან კამერაში ლოცვისკენ მოწოდება იმღერა.

შინაიდ ო’კონორი 1990 წელს ჰიტით Nothing Compares 2 U გახდა ცნობილი. სინგლი ამერიკულ ჩარტებში ოთხი კვირის მანძილზე ლიდერობდა. 1992 წელს მუსიკოსი სკანდალში გაეხვა, როცა რომის პაპის იოანე პავლე მეორეს ფოტო გამოაქვეყნა და ყველას “ნამდვილ მტერთან ომისკენ” მოუწოდა. ამან იმხელა აღშფოთება გამოიწვია ხალხში, რომ მუსიკოსი, ფაქტობრივად, იძულებული გახდა შოუ-ბიზნესიდან წასულიყო – “ბიბისი” წერს.

უკანასკნელი პერიოდის მანძილზე მუსიკოსი დეპრესიას და სხვა აღგზნებადობებს ებრძოდა, რომელზეც 2017 წელს სახალხოდ თვითონვე მოყვა.

banner
წინა სტატიაში,,სამარცხვინო იყო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სიჩუმე იმაზე, რაც საარჩევნო კამპანიის დროს ხდებოდა”
შემდეგი სტატიაგამოძიება გაგრძელდება და ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე-გიორგი გახარია 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე