გამოძიება გაგრძელდება და ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე-გიორგი გახარია 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორში, დაღუპული 9 წლის
გოგონას ოჯახს მიუსამძიმრა და გამოძიებასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს
უპასუხა.

„გამოძიება მიმდინარეობდა აქტიურად, გამოძიება ახლა გრძელდება. ეს უდიდესი
ტრაგედიაა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, მთელ
გორს და მთლიანად ქვეყანას. მძიმე დღეები იყო, და პირველ რიგში მადლობა
მინდა გადავუხადო სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს და პირად შემადგენლობას,
რომელმაც ძალიან აქტიური მუშაობით შედეგად პირველადი შედეგი დადეს. რა თქმა
უნდა, გამოძიება გაგრძელდება და ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე, რომ
თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. გამოძიება
გრძელდება და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ შედეგი იყოს უზუსტესად
დადასტურებული“. – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიშინაიდ ო’კონორმა ისლამი მიიღო
შემდეგი სტატიაეს არის აღიარება ივანიშვილის მხრიდან, რომ ის ახორციელებდა ზეწოლას მედიაზე და უკანონოდ ერეოდა “ომეგას” საქმიანობაში”