შეიარაღებული ძალებისთვის სახელფასო ბარათი ARMY CARD შეიქმნება

საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი სახელფასო ბარათი ARMY CARD შეიქმნება. შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ”საქართველოს ბანკს” შორის დღეს ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე გაფორმდა, სადაც შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დოკუმენტს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და ”საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, ARMY CARD-ის მფლობელები კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფასდაკლებით ისარგებლებენ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” – ბიძინა ივანიშვილი მწვანე კონცხზე “ბათუმი პანორამას” გაშენებას აპირებს
შემდეგი სტატია“ლადო ბედუკაძეს ჰქონდა ურთიერთობა იმ დროისთვის დაკავებულ თამაზ თამაზაშვილთან” – ადეიშვილთან თათბირის დეტალები – რას იხსენებს ჩხატარაშვილი?