“ნაციონალური მოძრაობა” – ბიძინა ივანიშვილი მწვანე კონცხზე “ბათუმი პანორამას” გაშენებას აპირებს

news
ავტ.: news მაისი 4, 2016 13:45

“ნაციონალური მოძრაობა” – ბიძინა ივანიშვილი მწვანე კონცხზე “ბათუმი პანორამას” გაშენებას აპირებს

ბიძინა ივანიშვილი მწვანე კონცხზე “ბათუმი პანორამას” გაშენებას აპირებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრებმა მწვანე კონცხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პარტიის წევრის გიორგი კირთაძის მტკიცებით, “ბიძინას თხოვნით”, ბათუმის უნივერსიტეტმა მწვანე კონცხზე არსებული აგრარული ფაკულტეტის სასწავლო კორპუსი უსასყიდლოდ დაუთმო აჭარის მთავრობას, რომელმაც შენობა და მიწა აუქციონის წესით “ბიზნეს დეველოპმენტს” მიჰყიდა. გიორგი კირთაძის თქმით, ივანიშვილმა საქმეში სახელმწიფო სტრუქტურები ჩართო და ხუთ ჰექტარზე მეტი ტერიტორია მილიონნახევრად შეისყიდა.

“იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ხუშტურები შეისრულოს, ამაში ჩართო მთელი სახელმწიფო სტრუქტურა. ის აპირებს დაანგრიოს აქ არსებული ბათუმის უნივერსიტეტის შენობა და ააშენოს იგივე ტიპის ბიზნეს ცენტრი ან სასტუმრო, რაც აქვს თბილისში. ბიძინა ივანიშვილი აქ იშენებს საკუთარ აპარტამებტებს და ამ ყველაფრით სპობს ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. ბაღი გახდება ბიძინას პირადი ეზო”, – აღნიშნა გიორგი კირთაძემ.

ტერიტორია ბათუმის ბოტანიკური ბაღის მოსაზღვრედ მდებარეობს.

როგორც მწვანე კონცხზე მცხოვრები თამაზ ჭირაქაძე აცხადებს, რამდენიმე თვის წინ ადგილზე მიწა გაბურღეს და სინჯები აიღეს, მოგვიანებით კი იქ ბიძინა ივანიშვილიც მივიდა და ტერიტორია დაათვალიერა.

“ტექნიკა შემოვიდა, მიწა გაბურღეს და სინჯები აიღეს. ყოფილი პრემიერი ვნახე აქ რამდენიმე ადამიანთან ერთად, საუბრობდნენ საბაგირო გზების მშენებლობაზე და ქვემოთ ზღვისკენ იხედებოდნენ. შემდეგ ერთმანეთიც გავიცანით”, – აღნიშნა თამაზ ჭირაქაძემ.

აღნიშნულ საკითხზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დღეს კომენტარი გაკეთდება.

news
ავტ.: news მაისი 4, 2016 13:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics