სერბი ფერმერი ჭაში ჩავარდა და ყინვაში 52 საათი გაატარა

აღმოსავლეთ სერბეთის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა საშობაო ყინვებისას – ის ჭაში ჩავარდა და -20 გრადუს ტემპერატურაში ორ დღე ნახევარი გაატარა. იეზდიმირ მილიჩი სახლიდან პარასკევს გავიდა საშობაო პროდუქტების საყიდლად, თუმცა, სახლში არ დაბრუნებულა.
52 საათის შემდეგ კი თანასოფლელმა გორან მარკოვიჩმა ხუთმეტრიანი ჭის ფსკერზე იპოვა. სავარაუდოდ, მილიჩმა ჭა ცუდი მხედველობის გამო ვერ შეამჩნია და ჩავარდა.
მარკოვიჩმა თქვა, რომ ჭის გვერდით დაინახა ჩანთა, სადაც ერთი ბოთლი ღვინო, რამდენიმე ბოთლი ლუდი და სიმინდის ფქვილი იდო. “და გამახსენდა, რომ სოფელში მამაკაცის დაკარგვაზე ლაპარაკობდნენ. შემდეგ ყვირილი გავიგე და ჭაში ჩავიხედე. ფსკერზე მამაკაცი იჯდა, რომელსაც ფეხები და ხელები მკერდზე ჰქონდა მიყრდნობილი” – ამბობს თანასოფლელი.
მამაკაცი სახანძრომ ამოიყვანა. მას ვარდნისა და ყინვის გამო დაზიანებები აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ძლიერი ყინვების გამო 20 ადამიანი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა მრჩევლად საკუთარი სიძე დანიშნა – დემოკრატები უკმაყოფლო არიან
შემდეგი სტატია“დაჭერა გინდათ-დამიჭირეთ -მზად ვარ !!!” – კილაძე დაკითხვაზე დაიბარეს