ტრამპმა მრჩევლად საკუთარი სიძე დანიშნა – დემოკრატები უკმაყოფლო არიან

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის კანონმდებლებმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, საკუთარი სიძის ჯარედ კუშნერის უფროს მრჩევლად დანიშვნის შესახებ, გააპროტესტეს.
იურიდიული კომიტეტის წერილში აღნიშნულია, რომ დანიშვნა 1967 წელს მიღებულ კანონს ნეპოტიზმის შესახებ ეწინააღმდეგება, რომელიც თეთრი სახლის ყველა თანამშრომელზე ვრცელდება.
დემოკრატების თქმით, ახალ თანამდებობაზე კუშნერი კონფლიქტების ინტერესს ვერ გაექცევა. “უფრო მეტიც, კუშნერს თეთრ სახლში პოზიციის გამო შეუძლია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მის ბიზნეს ინტერესებში იქნება” – ნათქვამია წერილში.

კუშნერის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დანიშვნა აშშ-ს არც ერთი ფედერალურ კანონს არ ეწინააღმდეგება.

ამერიკული მედიის ცნობით, კუშნერის მეუღლე, დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილი ივანკა Trump Organization-ში ხელმძღვანელ თანამდებობას დატოვებს, მაგრამ მამის ადმინისტრაციაში არ დაიწყევს მუშაობას.
დემოკრატები აღნიშნავენ, რომ არც ტრამპს და არც კუშნერს პოლიტიკური და მართვის გამოცდილება არა აქვთ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ბოკერიას გუნდი წასვლამდე ყველაფერს აფუჭებს
შემდეგი სტატიასერბი ფერმერი ჭაში ჩავარდა და ყინვაში 52 საათი გაატარა