“დაჭერა გინდათ-დამიჭირეთ -მზად ვარ !!!” – კილაძე დაკითხვაზე დაიბარეს

ე.წ. ცოცხების კადრების საქმეზე გაზეთ “ქრონიკა პლუსის” რედაქტორი დაკითხვაზეა დაბარებული. ინფორმაციას ელისო კილაძე ფეისბუკის საკუთრ გვერდზე აწვეყნებს. “გასული წლის 15 აგვისტოს გავავრცელე ე.წ.ცოცხების კადრების სრული ვერსია.
კაპიტანმა ეკა გიგაურმა და ამხ.უჩა ნანუაშვილმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს.
მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე ერთხელ უკვე ვიყავი.
კადრების წარმომავლობის თემა გარკვეულია.(ვლლადიმერ ბედუკაძე)
ხვალ 12 სთ-ზე განმეორებით დაკითხვაზე ვარ დაბარებული.
რუსული სპეცსამსახურების 2012 წლის აფერა გაშიფრულია.ცხადზე ცხადია რომ ცოცხების სცენა დადგმულია !!!!
რომ ვიცოდე ხვალ ბრალს წამიყენებენ და დამიჭერენ-დღესაც იგივეს გავაკეთებდი-სრულ კადრებს მაინც გავავრცელებდი !!!!
ეს ბრძოლაა ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის და ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ !!!
დაჭერა გინდათ-დამიჭირეთ -მზად ვარ !!!!!!” – წერს კილაძე.

banner
წინა სტატიაშისერბი ფერმერი ჭაში ჩავარდა და ყინვაში 52 საათი გაატარა
შემდეგი სტატიაფიფამ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რიცხვი 48-მდე გაზარდა