სავჩენკო თვითგამოცხადებული დონბასის რესპუბლიკასთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობს

savchenkoუკრაინელი სამხედრო მოსამსახურე და რადას დეპუტატი, ნადეჟდა სავჩენკო, წინადადებით გამოვიდა დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან პირდაპირ აწარმოონ მოლაპარაკება.
მისი აზრით, დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან კონტაქტი მინსკის ხელშეკრულების გარეშე უნდა შედგეს. დეპუტატმა დაამატა, რომ მზად არის პირადად აწარმოოს ეს მოლაპარაკებები. გარდა ამისა, მან აღიარა მინსკის ხელსეკრულების დადებითი მხარეები და თქვა, რომ მათ ვერ შეძლეს ომის შეჩერება, მაგრამ სამხედრო მოქმედებების მასშტაბები შეამცირეს.
უკრაინული რადიო “რადიოს ერას” ეთერში გამოსვლისას სავჩენკომ განაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციები უნდა შეინარჩუნონ რუსეთის წინააღმდეგ, რადგანაც, “ამ ქვეყანამ ჯერაც ვერ გაიგო ის, რომ აღმოსავლეთ უკრაინიდან უნდა წავიდეს”.
შეგახსენებთ, რომ სავჩენკო გუშინ დონბასში მოულოდნელად ჩავიდა და უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ესაუბრა.

banner
წინა სტატიაში“ხუტა უფროსი“ რჩება
შემდეგი სტატიაპოლონეთმა რუსეთს “ევროპის თავის ტკივილი” უწოდა