“ხუტა უფროსი“ რჩება

levan-shonia“მიშვებდნენ და არ მიშვებენ, მივდიოდი და არ მივდივარო” – „დაიჩივლა“ სამეგრელოს “ღუბერნატორმა” და მკლავები დაიკაპიწა. შონია, კარგი, შონია, თურმე მასზე „თლათ უფროსის“ „ნუმერ“ პირველი რჩეული (ამ ეტაპზე) დიდ იმედებს ამყარებს, დავალებებსაც აძლევს და სკამსაც უმაგრებს.
თბილისიდან დაბრუნებულმა სამეგრლო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა, ლევან შონიამ, რაიონის გამგებლებთან დახურული “კრება” ჩაატარა და როგორც “თაიმერისთის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, დამსწრე საზოგადოებას გააცნო პრემიერ-მინისტრსა და მას შორის შეხვედრის დეტალები.
“მეგობრებო, დაწერილი მქონდა განცხადება წასვლის შესახებ. პრაქტიკულად ყველასთვის ცნობილი იყო ის სამოქმედო გეგმა, რომელსაც ჩემი წასვლის შემდეგ განახორცილებდა სამხარეო ადმინისტრაცია, მაგრამ კვირიკაშვილმა მითხრა დარჩი და მოიგე არჩევნებიო. მეც დავთანხმდი. ასე რომ, მეგობრებო, მე ვრჩები ჩემს თანამდებობაზე და რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა მოვიგო არჩევნები” – ასე მიმართა ლევან შონიამ დახურულ თათბირზე გამგებლებს და რაკი თავად „ფერხულში“ ჩაება, სავარაუდოდ „ხუტა უფროსს“ „საიდუმლო სერობის“ მეორეხარისხოვანი გმირები აუბამენ მხარს. მარტო კაცი ჭამაშიც ცოდვაა და არჩევნებში მითუმეტეს, კარგი ბიჭია შონია, არ აწყენინებენ … ალბათ.
გარდა ამისა, „თაიმერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ კორცხელის ინციდენტის „შემქნელი“ იყო ლევან შონია, აგრეთვე, უშიშროების კადრი გოგი ნაჭყებია და ზუგდიდის საკრებულოს შეფი ლაშა გოგია.

banner
წინა სტატიაშიმედიამ დღეს საშუალება მომცა, რომ ბოლომდე გავხსნილიყავი-სრული ვერსია
შემდეგი სტატიასავჩენკო თვითგამოცხადებული დონბასის რესპუბლიკასთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობს