პოლონეთმა რუსეთს “ევროპის თავის ტკივილი” უწოდა

პოლონეთმა რუსეთს

14“რუსეთი ევროპის თავის ტკივილია” – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკმა განაცხადა – გაზეთი Rzeczpospolita წერს.
“ევროკავშირი გადაწყვეტს როგორ უნდა განვითერდეს რუსეთთან ურთიერთობა, რადგანაც ის საკმაოდ აგრესიულ პოლიტიკას ატარებს” – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ივლისში ევროკავშირში მნიშვნელოვანი რამ ხდევა: “ვარშავაში ნატოს სამიტი გაიმარტება, სადაც გადაწყდება ევროპისა და ნატოს საიმედო პასუხები იმ საშიშროებებზე, რაც აღმოსავლეთიდან და ასევე სამხრეთიდან მოდის” – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მასზე მიღებული იქნება გარდამტეხი გადაწყვეტილებები.

banner
წინა სტატიაშისავჩენკო თვითგამოცხადებული დონბასის რესპუბლიკასთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობს
შემდეგი სტატიამარტინ შულცი – საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი გადავადების გარეშე უნდა წარიმართოს