სავჩენკო: “ეს რუსეთ-უკრაინის ომია მტერი-რუსეთია”

სავჩენკო:

3უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ, ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია უკრაინის პრეზიდენტი გახდეს.
“მე მინდა ვიფრინო, მაგრამ თუკი ხალხს უნდა ჩემი პრეზიდენტად წარდგენა, მე მზად ვარ გავხდე პრეზიდენტი” – განაცხადა მან თავის პრესკონფერენციაზე.

ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს ხვალინდელი დღის საკითხი არ არის. “მე ხვალ პრეზიდენტის რეზიდენციაში არ ვაპირებ. და თუკი პრეზიდენტი გავხდები, მაგრამ მაიდანი იტყვის, რომ მე იქ საჭირო არ ვარ, პრეზიდენტის სავარძელს არ ჩავებღაუჭები” – განაცხადა სავჩენკომ. ახლა კი, როგორც რადას დეპუტატი, ის იბრძოლებს უკრაინელი სამხედრო ტყევეების გასანთავისუფლებლად, ასევე იმუშავებს სამხედრო საკითხებზე.

“ვიმუშავებ არმიის კონტროლის კომიტეტებში. მე ვიცი, რა ხდება იქ, წინა ხაზზე და მე ვიცი ყველა კორუფციის შესახებ არმიაში. მე ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებ” – განაცხადა მან.
შეკითხვაზე, არის თუ არა ის მზად, პარტია “ბატკივშინას” უხელმძღვანელოს, რომლის დეპუტატიც ის გახლავთ, სავჩენკომ უპასუხა, რომ პარტიას უკვე ყავს ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ის მზად არის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებთანაც ითანამშრმომლოს, თუკი ამით შესაძლებლობა მიეცემა, სამხედრო ტყვეებს დაეხმაროს და გაანთავისუფლოს.
“მე მინდა მშვიდობა და კომპრომისები შესაძლებელია… მაგრამ არა გაყიდვის ფასად – ეს ჩვენი მიწაა. მაგრამ თუკი იქ მზად არიან მოლაპარაკებებზე წავიდნენ, ჩვენც მზად ვართ” – თქვა ნადეჟდა სავჩენკომ.
მფრინავმა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რუსეთ-უკრაინის ომი უწოდა. “ეს სამოქალაქო ომი არ არის. ეს რუსეთ-უკრაინის ომია. მტერი – რუსეთია” – ხაზი გაუსვა მან.

შეგახსენებთ, რომ ნადეჟდა სავჩენკომ რუსეთის ციხეში ორი წელი გაჰყო. ის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა. სავჩენკოს რუსი ჟურნალისტების მკვლელობის ბრალდებით რუსულმა სასამართლომ 22 წელი მიუსაჯა.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიზუგანოვი, ნარიშკინი, ვასიევი და ზაქარია ქუცნაშვილი – საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში (ფოტო)
შემდეგი სტატიადინამოს სტადიონის მიმდებარედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიცვალა