ზუგანოვი, ნარიშკინი, ვასიევი და ზაქარია ქუცნაშვილი – საიდუმლო ვიზიტი მოსკოვში (ფოტო)

თითქმის თვენახევრიანი დაგვიანების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი, 3-6 აპრილს მოსკოვში იმყოფებოდა.ქუცნაშვილმა მონაწილება მიიღო მართმდიდებლობის საპარალმენტთაშორისო ასამბელეის საერთაშორისო სამდივნო სხდომის მუშაობაში. როგორც აღმოჩნდა, ქუნცაშვილი ამ ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელძღვანელია და ასამბლეაში განათლების კომიტეტს თავმჯდომარეობს. მართმადიდებლობის ასამბლეამ მიიღო ერთობლივი რეზოლუცია.

ასამბლეის სხდომა რუსეთის დუმის შენობაში გაიხსნა. გახსნას წინ უძღოდა ფოტოგამოფეთა, ,,წმინდანთა ათონი“. გამოფენა დუმის თავმჯდომარემ სერგეი ნარიშკინმა გახსნა. გახსნას ესწრებოდნენ დუმის ფრაქციათა თავმჯდომარეები -,,ედინაია რასიას“ თავმჯდომარე ვლადიმერ ვასიევი. ფრაქცია ,,კომუნისტების“ თავმჯდომარე გენადი ზიუგანოვი და ,,ლიბერალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირინოვსკი, ასევე დუმის სხვა წევრები. მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ,,პირველი რადიო“ ზაქარია ქუცნაშვილს დაუკავშრდა, რომელმაც ვიზიტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე არსებობს:

“ეს მრავალმხრივი შეხვედრა იყო. სამდივნოს ფორმატით ბერძნების ორგანიზებით. ანუ მართლმადიდებელ საპარლამენტო ასამბლეას სამდივნო ხელმძღვანელობს და შესაბამისად ბერძენია ამ სამდივნოში გენერალური მდივანი.” განაცხადა დეპუტატმა. კითხვაზე, ხომ არ შემდგარა რაიმე სახის კონტაქტი მასსა და რუს კოლეგებს შორის, რომლებიც ფოტოგამოფენას ესწრებოდნენ, ქუცნაშვილმა გვიპასუხა, რომ მათთან კონტაქტი არ შემდგარა: “კონტაქტი არ გვქონია გარდა იმისა, რომ ბერძნებმა მოაწყეს ათონის მთის ისტორიის გამოფენა და გამოფენაზე მობრძანდნენ სხვადასხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები”,- განუცხადა “პირველ რადიოს” ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

წყარო: ,,პირველი რადიო”

banner
წინა სტატიაშინუკრი ქანთარია – არასდროს ყოფილა – ”რომეო და რომეო”, ”ჯულიეტა და ჯულიეტა”
შემდეგი სტატიასავჩენკო: “ეს რუსეთ-უკრაინის ომია მტერი-რუსეთია”