დინამოს სტადიონის მიმდებარედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიცვალა

news
ავტ.: news მაისი 27, 2016 16:07

დინამოს სტადიონის მიმდებარედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიცვალა

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილ რობი უილიამსის კონცერტთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში სტადიონის მიმდებარედ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიცვალა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დიდუბიდან ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ავტობუსები: N15, 20, 27, 33, 84 და 86 წერეთლის გამზირიდან ცაბაძის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩით (დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ).

ხოლო, ცენტრალური უბნებიდან დიდუბისკენ მიმავალი მარშრუტები: N 20 და 33 თამარ მეფის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ წინამძღვრიშვილის ქუჩით. ამ შემთხვევაში, N15, 27, 84 და 86-ის მარშრუტებს ცვლილება არ შეეხება. ანალოგიური სქემით იმოძრავებენ მიკროავტობუსებიც.

news
ავტ.: news მაისი 27, 2016 16:07