სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოძრაობა “შეცვალეს” წევრი იძულების წესით სამეგრელოდან ქუთაისში გადაჰყავთ

სამოქალაქო მოძრაობა” შეცვალეს ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, მათი თქმით მოძრაობის წევრი ოთო შენგელია იძულების წესით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამეგრელოდან ქუთაისში გადაჰყავთ.

📌 ამ წუთებში მოძრაობა #შეცვალეს წევრი, ოთო შენგელია, სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძულებით გადაჰყავთ სამეგრელოდან ქუთაისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. მოძალადე სისტემამ, ჩხოროწყუში, 30 იანვარს, იზორიების კლანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გამოწვეული ზიანის ხარისხი, 2 კვირის შემდეგ უნდა დაადგინოს.
📌იზორიას კლანის ხელის ბიჭები სამეგრელოში ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობა #შეცვალეს წევრს!
📌 არსებობს კადრები, რომლის საფუძველზეც დაზარალებულს ჩაუკეტეს საავადმყოფოს კარი და მას არ გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
#შეცვალე მოძალადე სისტემა!
#შეცვალე კლანური მმართველობა! – წერია შეცვალეს ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ ჩხოროწყუში მოძრაობა „შეცვალეს” აქტივისტებს ოთო შენგელიას, ირაკლი ნაჭყებიასა და ნუკრი ცქვიტიშვილს  30 იანვარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

banner
წინა სტატიაშიოპონენტების სკეპტიკური დამოკიდებულება ევროპარლამენტარების მისიის მიღებაზე, კითხვებს აჩენს – გია ვოლსკი
შემდეგი სტატიანანი ბრეგვაძე – სისტემა უნდა შეიცვალოს!