სარკოზიმ ფრანგებს მოუწოდა ფიიონს მისცენ ხმა

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლია სარკოზიმ თანამემამულეებს მოუწოდა ხმა რესპუბლიკელ ფრანსუა ფიიონს მისცენ 23 აპრილს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე – BFMTV ავრცელებს.
თავის მიმართვაში სარკოზიმ გაიხსენა რომ როცა ის მართავდა ქვეყანას, მაშინ ფიიონი პრემიერ-მინისტრი იყო. “მე მასთან ხუთი წელი ვიმუშავე და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია მას ვენდოთ” – თქვა საფრანგეთის ყოფილმა ლიდერმა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში 23 აპრილს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიმამა გიორგი მამალაძის ადვოკატების თქმით, მის დაკავებამდე ანზორ ჩუბინიძე იყო გერმანიაში ჩასული
შემდეგი სტატიაპუტინმა ერდოღანს რეფერენდუმის შედეგები მიულოცა