პუტინმა ერდოღანს რეფერენდუმის შედეგები მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავის თურქ კოლეგას, რეჯეპ ტაიპ ერდორანს რეფერენდუმის შედეგები მიულოცა, – ამის შესახებ კრემლის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„დიახ“, – ასე უპასუხა შეკითხვაზე, მიულოცა თუ არა პუტინმა თურქეთის პრეზიდენტს რეფერენდუმის შედეგები.
მისივე ცნობით, ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას სირიაში შემქნილი მდგომარეობაც განიხილეს.
პუტინამდე თურქეთის პრეზიდენტს რეფერენდუმის შედეგები აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიულოცა.

banner
წინა სტატიაშისარკოზიმ ფრანგებს მოუწოდა ფიიონს მისცენ ხმა
შემდეგი სტატიამთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის და მეუფე იაკობის განცხადებების შინაარსი ერთმანეთს ემთხვევა და ეს შემთხვევით არ ხდება