მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების თქმით, მის დაკავებამდე ანზორ ჩუბინიძე იყო გერმანიაში ჩასული

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები დეკანოზის ბრალეულობასთან დაკავშირებით უტყუარი ფაქტების არარსებობაზე საუბრობენ. არჩევანის ეთერში მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძის დაკავებამდე 4 საათით ადრე ერთ-ერთი სახელმწიფო მოხელე გერმანიაში გაემგზავრა.

„სანამ მამა გიორგი დააკავებდნენ, ზუსტად 4 საათით ადრე ერთ-ერთი პიროვნება იყო, რატომღაც, გერმანიაში გაფრენილი და ჩაფრინდა გერმანიაში და რატომ ჩაფრინდა,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დაამატა, რომ ეს პიროვნება კერძო პირი არ ყოფილა.

„ეს არ არის კერძო პირი. სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირებზეა საუბარი,“ – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

მან წამყვანის, გიორგი გაბუნიას შეკითხვაზე, არის თუ არა ეს პირი ანზორ ჩუბინიძე, მან დადებითი პასუხი გასცა და დაამატა, რომ არამხოლოდ ის, არამედ სხვა პირებიც გაემგზავრნენ მასთან ერთად.

მეუფე იაკობის მიერ ქადაგების როს გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პატრიარქის მოწამვლა იგეგმებოდა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გადაცემა ”არჩევანში” გამოეხმაურა. მიხეილ რამიშვილის თქმით მისი განცხადება არის ძალიან არასწორი მიდგომა საქმის მიმართ. ავოკატის თქმით საქმის ისტორია მოწმემ არ უნდა იცოდეს.
„მე სრული მოთხოვნა გამაჩნია, რომ დამდონ პატივი წმინდა სინოდის წევრებმა, გამონახონ დრო და ჩვენ მზად ვართ, მივიდეთ და, თუ ასე კარგად იცნობენ საქმეს, როგორც მეუფე იაკობი ბრძანებს, მე და გიორგი თანახმა ვართ და მზად ვართ, ალტერნატიული საქმის მასალები გავაცნოთ,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მისი თქმით, მეუფე იაკობმა მამა გიორგის, ფაქტობრივად, ბრალის აღიარება სთხოვა.

„ყველაფერს ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება. ადამიანის სიტყვას, ნებისმიერი სტატუსის მქონეს, აქვს ძალიან დიდი ძალა, ყველა სიტყვის თქმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატად დანიშვნამდე, მას პროკურატურის განცხადებებიდან გამომდინარე შეექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ საქმე მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობას შეეხებოდა.

https://youtu.be/hkHAfREdUC8

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) ეს განცხადებები მამა გიორგის ბრალეულობაზე საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება
შემდეგი სტატიასარკოზიმ ფრანგებს მოუწოდა ფიიონს მისცენ ხმა